fbpx

გივი მიქანაძე: ეს მცდელობა ოპოზიციის მხრიდან მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დაზიანებისკენ და ეს არის მცდელობა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება გადაფარონ აბსოლუტურად უსარგებლო კომისიის არსებობით

ეს მცდელობა ოპოზიციის მხრიდან მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დაზიანებისკენ და ეს არის მცდელობა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება გადაფარონ აბსოლუტურად უსარგებლო კომისიის არსებობით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ამიტომ ჩვენ შევეცდებით ყველანაირად ვიმოქმედოთ პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, რომ მსგავსი კომისია არ შეიქმნას“, – განაცხადა მიქანაძემ.

სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაიმართება. გუშინდელ სესიაზე კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – სასამართლო ხელისუფლების სოლიდარობის ნიშნად „ქართულ ოცნებას“ რეგისტრაცია არ გაუვლია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება