fbpx

იშვიათია თანამდებობის პირი,რომელიც სხვის განსაცდელს ღამის 2საათზე გაიზიარებს-ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია დიდუბის გამგებელზე

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია სიოციალურ ქსელში წერს-იშვიათია ადამიანი თან თანამდებობის პირი,რომელიც სხვის განსაცდელს ღამის 2საათზე გაიზიარებს… რამდენიმე წლის წინ ზამთრში ახლობლის სახლში ხანძარი გაჩნდა და დამირეკეს, ოჯახი ორი ჩვილი ბავშვით ყინვაში ქუჩაში დარჩა, არ ვიცნობდი დიდუბის გამგებელს უბრალოდ სოციალურ ქსელში დავწერე :- “მეგობრებო ხომ არ იცით დიდუბის გამგებლის ნომერი?” ორი წუთიც არ იყო გასული Irma Zavradashvili სახელმწიფო მოხელე კომენტარებში მწერს რა ხდება გამაგებინეთო(ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი რომ გამგებელი იყო) მოკლედ ავუხსენი რაც ხდებოდ მან მხოლოდ მისამართი მკითხა…
დაახლოებით 1 საათში მირეკავს დაზარალებული (მის სახელს შეგნებულად არ ვწერ) და მეუბნება გამგებელი ირმა ზავრადაშვილი მოვიდა სასტუმროში გადაგვიყვანესო…
მეორე დღესვე ამ ქალბატონმა სახლის სრული რემონტი დაუფინანსა…
ეს არ არის საარჩევნო ხოტბა- დიდება უბრალოდ ვიტყვი ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები.
P.s საქართველოს ძლიერი პოლიტიკოსები ჭირდება, დაუღალავი და კეთილშობილი ისეთი როგორიც ირმა ზავრადაშვილია.
(ამგვარი ამბები უამრავი მსმენია მასსზე)❤❤❤❤( სამწუხაროდ მას დღემდე არ შევხვედრილვარ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება