fbpx

ირაკლი კობახიძემ ნინო ბურჯანაძეს მისი სპიკერობის დროს ჩადენილი ღალატი გაუხსენა

„ქალბატონ ნინოს შეიძლება არ ახსოვს ეს ღალატი, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მისი სპიკერობის და სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში იქნა ჩადენილი“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაული, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართ იქნა ჩადენილი, საგამოძიებო ორგანომ კონკრეტული სამართლებრივი მტკიცებულებებით დაამტკიცოს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ასევე ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

„ქალბატონ ნინოს შეიძლება არ ახსოვს, რომ მისი თავმჯდომარეობის და სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და შეიძლება ისიც არ ახსოვს, რომ იქ დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარეს, რითაც „გაუპრავეს“ მეორე დე ფაქტო არჩევნები რუსეთის ფედერაციას. შეიძლება ეს ღალატიც არ ახსოვს, რომელიც მისი სპიკერობის და სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში იქნა ჩადენილი. ასევე, შეიძლება არ ახსოვს გარეჯთან დაკავშირებით რა ხდებოდა, მაგრამ, ჩვენ ვხედავთ უკვე კონკრეტულ დანაშაულის ნიშნებს და ამას ბუნებრივია სჭირდება გამოძიების ბოლომდე მიყვანა. სადამდე მივა გამოძიება, ბუნებრივია ეს ჩვენთვის არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ერთადერთი ინტერესი, თუ არის ჩადენილი ღალატი, ეს ღალატი უნდა იყოს დადგენილი კონკრეტული სამართლებრივი მტკიცებულებებით და მეორე, ჩვენს ინტერესებშია რა თქმა უნდა ჩვენს, აზერბაიჯანელ კოლეგებთან და კოლეგებთან ერთად გადავხედოთ ყველა იმ თემას, რომელიც საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელისუფლებას დავით გარეჯის ტერიტორიებზე უარი არ უთქვამთ და აზერბაიჯანისთვის არ გადაუციათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება