fbpx

,,იქს-ნიუსის,, ექსკლუზივი! ლუგარის ლაბორატორიის შექმნის ოფიციალური დოკუმენტი!

ბოლო დროს აქტუალური გახდა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შექმნის ისტორია და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები; გამოითქვა სხვადასხვა ვერსია და აზრი მისი შექმნის და განვითარების შესახებ, თუმცა კამათი არ მინელებულა…

„იქს-ნიუსს“ ხელთ ჩაუვარდა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც ნათელი ხდება ამ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის შექმნის და დაფუძნების ისტორია;

როგორც ირკვევა, აღნიშნული ლაბორატორიის მშენებლობა დამთავრდა 2012 წლის მიწურულს , რომელსაც აწარმოებდა აშშ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანია; 2011 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით შეიქმნა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ; შესაბამისად დამტკიცდა მისი სამეთვალყურეო საბჭო მოქმედი პრემიერ-მინისტრის გილაურის თავმჯდომარეობით, საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, დამტკიცდა ლაბორატორიის წესდება და დაინიშნა დირექტორი .

2012 წლის 18 სექტემბერს შედგა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა N3, რომელსაც თავმჯდომარეობდა უკვე მაშინდელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე(პრემიერ-მინისტრი) ივანე მერაბიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები, როგორც აღნიშნული საბჭოს წევრები. საბჭოს დღის წესრიგი ორი საკითხით განისაზღვრა- ლაბორატორიისთვის სახელის მინიჭება და შესაბამისად , წესდებაში ცვლილება.

ვაქვეყნებთ ციტატას აღნიშნული სხდომის ოქმიდან :

„ 1. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დამსწრე საბჭოს წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა ლაბორატორიისთვის ახალი სახელწოდების შესახებ ინფორმაცია: „ ააიპ – რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივიჯანმრთელობის კვლევის ცენტრი“.

სახელის ცვლილება განაპირობა სენატორი რიჩარდ გ. ლუგარის ღვაწლმა საქართველოს წინაშე. 1997 წელს, „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ დადებული შეთანხმების ინიციატორი იყო სენატორი ლუგარი და მისივე ინიციატივით განხორციელდა ლაბორატორიის მშენებლობაც.“

– ციტატის დასასრული.

სამეთვალყურეო საბჭოს ოქმს ხელს აწერს მაშინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

ამ დოკუმენტის მიხედვით( რომელიც დაცულია საჯარო რეესტრის შესაბამის განყოფილებაში) ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ლაბორატორიის შექმნისა და მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1997 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის ხემოწერილი ხელშეკრულების ძალით; ალბათ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე და არა სხვა ვინმე.

არადა, რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი , ძებნაში მყოფი ე.წ. პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ეს მისი და ლუგარის მეგობრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო!

ესეც კიდევ ერთი დიდი ტყუილი მისი მხრიდან!
ზოგადად, შესასწავლია ყველა იმ პროექტის და პროგრამის გენეზისი, რომელიც საქართველოში 2003 წლის 25 ნოემბრის შემდეგ დაიწყო , და რომლების ინიცირებასა და განხორციელებასაც და მათ ავტორობას ზემოთხსენებული ძებნილი პრეზიდენტყოფილი და მისი სექტა ასე უტიფრად იბრალებს ხოლმე.

იქსნიუსი აქვე გთავაზობთ აღნიშნული დოკუმენტის ასლს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება