fbpx

ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, სტრასბურგს აქვს დადგენილი და ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილებას სტრასბურგში ასაჩივრებს-ირაკლი კობახიძე

საქართველოში ყველამ იცის, რა მოხდა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გირგვლიანის მკვლელების საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მისი [სააკაშვილის] სარჩელი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.

„საქმე ეხება ორ თემას – ვალერი გელაშვილის საქმეს, სადაც სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს სტრასბურგში, რომ ვალერი გელაშვილი არ უცემიათ, ის ამაში გარეული არ ყოფილა და ა.შ. და მეორე არის გირგვლიანის საქმე, სადაც საუბარია მკვლელების მფარველობაზე. ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, თვითონ სტრასბურგს აქვს თავის დროზე დადგენილი და გამოდის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სტრასბურგში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება