fbpx

ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დეტალურად განიხილა

ბაღდათში სოფლის მხარდაჭერის პრიგრამის განხორციელება იწყება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა. შეხვედრას ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი კახა გოგნაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კახა მსხვილიძე, ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ეკა მშვილდაძე, ასევე საფინანსო სამსახურს უფროსი ლერი გუმბერიძე და შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ ქარაბაკი დაესწრო. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ბაღდათის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად 346 000 ლარს გამოუყოფს. საჭიროების შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტი მერია პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაუწევს თანადაფინანსებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განსახორციელებელი პროექტების დაგეგმარება და საჭირო მასალების შესაძენად ბაზრის შესწავლა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება