fbpx

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ზელენსკის ურჩია, რუსეთს დანებდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, რომ რუსეთს დანებდეს, – ამის შესახებ The Jerusalem post იუწყება.

უკრაინის მთავრობაში მყოფი ოფიციალური პირის თქმით, 8 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას ბენეტმა ზელენსკის უთხრა, რომ ომის დასრულების შესახებ გაკეთებული პუტინის შეთავაზება უნდა მიიღოს. ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს უარი განუცხადა.

„შენს ადგილას რომ ვიყო, ჩემი ხალხის სიცოცხლეზე ვიფიქრებდი და შემოთავაზებას მივიღებდი“, – უთხრა ბენეტმა ზელენსკის. 

„ბენეტმა გვითხრა, რომ დავნებდეთ. ჩვენ არ გვაქვს განზრახული ამის გაკეთება“, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი 8 მარტს მოსკოვში პუტინს შეხვდა, რამდენიმე საათში კი ზელენსკის დაურეკა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება