fbpx

აშშ არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ეგრედ წოდებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას

ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ეგრედ წოდებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში.შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა.The United States does not recognize the legitimacy of the so-called parliamentary elections held in Georgia’s Abkhazia region on March 12 and will not acknowledge their outcome. Our position on Abkhazia and South Ossetia remains clear: these regions are integral parts of Georgia. Accordingly, we reiterate our strong support for Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders.Especially given Russia’s unprovoked, unjustified, and brutal war of choice in Ukraine, it is more important than ever to stand up for these fundamental principles.We therefore call upon Russia to stop its war in Ukraine, and in Georgia, to fulfill all of its obligations under the 2008 ceasefire agreement, including withdrawal of its forces to pre-conflict positions, reversal of its recognition of the Georgian regions of Abkhazia and South Ossetia as independent states, and provision of free access for humanitarian assistance to these regions.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება