fbpx

ისე უბრალოდ, კაცურად მოგეხადა ბოდიში ,გვეგრძნო რომ აწი სხვანაირად აპირებ ცხოვრებას-ნინო ჯღარკავა

,,იქსნიუსის,,რედაქტირი ნინო ჯღარკავა-დღის ბოლოს ჩემი შეფასება მინდა გავაკეთო სასამართლო პროცესზე-საათზე მეტ ხანს ვუსმენდით კაცს ,რომელიც მთელი 9 წელი ძებნილი იყო ,დაუსწრებლად იყო გასამართლებული და თავს დღემდე ამაყად უკრაინის მოქალაქედ თვლიდა,კაცს რომელიც 9 წელი ჩემი და თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო ,კაცს რომელსაც არანაირი სიამოვნება და ფუფუნება არ დაუკლია ბიუჯეტის ხარჯზე,კაცს რომელსაც ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად.ხოდა თავის გრძელსაათიან სიტყვაში ერთხელ ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის,ერთი წამით სინანული არ უგრძვნია,თუნდაც როგორც თავად აღნიშნა იმ შეცდომებზე რაც ჩაუდენია,შენი მინისტრების გამო მოგეხადა ბოდიში ,მათი ამძუებული ქალების გამო ,შენი ფავოროტკების უმსგავსობის გამო,შენი გაუმაძღრობის გამო,ისე მაინც გეხსენებინა ირინა ენუქიძე ,საბრალო ქალი სახალხოდ რომ გეღაღადებოდა შეხვედრას და სამართლს გთხოვდა,კორტებზე ჩატარებული არასწორი სპეცოპერაციის გამო მოგეხადა ბოდიში,7 ნოებერს მიშა მიშას ბღავილით გამოვარდნილი, გავეშებული სპეცრაზმის გამო მოგეხადა ბოდიში, ისე უბრალოდ კაცურად მოგეხადა ბოდიში ,გვეგრძნო რომ აწი სხვანაირად აპირებ ცხოვრებას ,მაგრამ შენ ხომ არ შეცვლილხარ,შენ ხომ ისევ ავლაბრის სასახლეში მოწყობილ ორგიებს მიტირი,შენს გრძელ ესკორტს და პირად თვითმფრინავებს,ადამიანები მაშინც გძულდა და დღესაც გძულს,საკუთარი ზეობა მოგნატრებია კვლავ! ხოდა ბატონო უკრაინის მოქალაქევ, ჩემი ქვეყნის ყველაზე სამრცხვინო პრეზიდენტო, ციხეში უნდა ეგდო და როცა სინანულის ცრემლები მოგაწვება წლების მერე სამარტოვო საკანში ,იქნებ შევძლოთ და გაპატიოთ! ადიოოს მიშა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება