fbpx

ისე არ გამიშვა ამ ქვეყნიდან რომ სააკაშვილის სიმწარე არ მანახო – დავით ცინდელიანის დედა (ვიდეო)

ჩემმა ოჯახმა უსასტიკესი ტრაგედია განიცადა.  ჩემი უდანაშაულო შვილი დაიბარეს თათბირზე მამა-შვილი ქუთაისში, მამას ხელიდან წაართვეს შვილი, საღამოს ჩაიყვანეს ბათუმში , აიყვანეს გემზე, დახვრიტეს, ზღვაში ჩააგდეს, ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადეს, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად”- განაცხადა 2008 წელს გაუჩინარებული და შემდეგ მოკლული რეინჯერის, დავით ცინდელიანის დედამ ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში ჩართვისას, როდესაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე აკეთებდა კომენტარს და გაიხსენა, თუ როგორ მოკლეს, მისი შვილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს.
“6 წელი გაგრძელდა სასამართლო იმ სადისტური მთავრობის ხელში, რომელსაც მეთაურობდა მიხეილ სააკაშვილი, სადისტი და მკვლელი, ყველაფრის დამკვეთი. ორჯერ მასაც შევხვდი, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მისი დაკვეთით იყო და მას “ქილერად” ჰყავდა რომან შამათავა, რომელმაც ეს აღასრულა. შემდეგ გმირად აღიარებდა ამ ადამიანს, დაგვცინოდა.
ღმერთს ვეუბნები, აისე რ გამიშვა  ამ ქვეყნიდან, რომ სააკაშვილის სიმწარე არ მანახო”- განაცხადა თამარ არღვლიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება