fbpx

თიანეთში მამამ შვილი მოკლა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მკვლელობა მოხდა. ცნობილია, რომ 80 წლამდე კაცმა შვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.

გულისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით სამოც წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება