fbpx

ირმა ინაშვილის მიერ აგენტ ელისო კილაძის ზედმეტსახელად ,,ნუკრის” მხილება-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,ობიექტივის,,წამყვანი ,უფლებადმცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ირმა ინაშვილის ძველ განცხადებას აქვეყნებს- 2011 წლის 4 თებერვალს ირმა ინაშვილის მიერ აგენტ ელისო კილაძის ზედმეტსახელად ,,ნუკრის” მხილება.“თავისუფალი აზრის სახლს” შინაგან საქმეთა მინისტრთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ განცხადება, ჟურნალისტთა კავშირ “ობიეტქივის” ხელმძღვანელმა, ირმა ინაშვილმა გაავრცელა. “GeoTopNews”-ი უცვლელად გთავაზობთ ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.“თავისუფალი აზრის სახლი“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ელისო კილაძე (კუდის ფარული თანამშრომელი, კოდური სახელით „ ნუკრი“) ოპოზიციის წინააღმდეგ ტყუილისა და ცილისწამების კამპანიას აგრძელებს.

დაემსხვრა რა, ოპოზიციის ე.წ. „მხილების“ პროექტი… ჩაუვარდა რა, ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებზე ბინძური და ცილისმწამებლური იარლიყების მიწებების ოპერაცია, ხელისუფლება შავი ფიარ-კამპანიის ახალ სტადიაზე გადავიდა.გუშინ, 2011 წლის 3 თებერვალს ბატონმა ივანე მერაბიშვილმა ქალბატონ ელისო კილაძის, იგივე „ნუკრის“ პირით გვამცნო, რომ… თურმე, „ობიექტივის“ ოფისში „ქართული პარტიის“ ადმინისტრაციის უფროსმა, ბატონმა ვახტანგ ბეგიაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ქალბატონ კილაძეს ფიზიკურად დასჯის.მედია-კავშირი „ობიექტივი“ აცხადებს, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ცილისწამება, რადგან მსგავსი შინაარსის განცხადება ვახტანგ ბეგიაშვილს „ობიექტივის“ ოფისში არასდროს გაუკეთებია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელშიც, ძალოვან სტრუქტურებს (კილაძის გამოეყნებით) სურთ ვახტანგ ბეგიაშვილისა და „ობიექტივის“ გახვევა.ქალბატონმა ელისო კილაძემ, იგივე „ნუკრიმ“ განაცხადა, რომ (თურმე) მიმდინარეობს მისი გადაადგილების მარშრუტების შესწავლა, რათა დაინტერესებულ მხარეს გაუადვილდეს მასზე თავდასხმა.

ვამბობთ პირდაპირ, რომ ხელისუფლება პროვოკაციის ახალ ეტაპზე გადადის. არ არის გამორიცხული, რომ ქალბატონი კილაძე და ხელისუფლება გაითამაშებს ახალ სპექტაკლს- კილაძეზე , ან მისი ოჯახის რომელიმე წევრზე თავდასხმას და ამაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციას დასდებს ბრალს.ამთავითვე ვაცხადებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპატრამენტის ფარულ თანამშრომელზე, ელისო კილაძეზე, იგივე „ნუკრიზე“ შესაძლო თავდასხმის თემა,- ეს არის ხელისუფლების მიერ ინსპირირებული სცენარი! ეს არის ტყუილი და პროვოკაცია!

დაზუსტებით ვამბობთ, რომ ქალბატონ კილაძეზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას არავინ აპირებს.კილაძის ტიპის დისკრედიტებულ და მხილებულ ფიგურებს ოპოზიცია საერთოდ არ განიხილავს მოწინააღმდეგედ, ან ოპონენტად.ოპოზიციურ ძალებს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ სიფხიზლისაკენ, რათა სახელისუფლებო შავი ფიარ-კამპანიის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ კონსოლიდირებულად და ავირჩიოთ მხოლოდ საჯარო მხილების გზა, რადგან საჯაროობა,- ეს არის ერთადერთი პასუხი შავ ფიარზე.ასევე, მოვუწოდებთ ყველა წესიერ და ზნეობრივ ადამიანს, რომელსაც რაიმე შეხების წერტილი აქვს „თავისუფალი აზრის სახლთან“, გაემიჯნოს ამ ორგანიზაციას და მის მესვეურებს.მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი. 2011 წლის 4 თებერვალი. თბილისი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება