fbpx

ირაკლი ხმალაძე-მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა, ხაზების გადაწყობა ხდება ისე, რომ უფრო კომფორტული იყოს მგზავრობა

ამის შესახებ ხმალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

„ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ საჭიროა პერსონალი, არა მხოლოდ მემანქანე და მძღოლი, არამედ, სმენაში მომუშავე ადამიანები, ავტობაზაზე მომუშავე ადამიანები, საწვავის გასამართი სადგურები, ახალი ავტობაზა. მიკროავტობუსები ჩავანაცვლეთ. მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი მხოლოდ ამ მიმართულებით დახარჯა. ახლა მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა, ხაზების გადაწყობა ხდება ისე, რომ უფრო კომფორტული იყოს მგზავრობა.

ეს ნიშნავს იმას, რომ მეტმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მეტი ინტენსივობით უნდა იაროს, რათა ერთმა ავტობუსმა მეტი ადამიანი გადაიყვანოს, მეტი სივრცე იყოს, ადამიანები უფრო კომფორტულად მგზავრობდნენ და მას მეორე ავტობუსი დაეწიოს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირპროპორციულად არ ზრდის შემოსავალს, მაგრამ ხარჯები იზრდება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გაუზიარე!

Shares