fbpx

ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ნაძალადევის
რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში
მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული
საქართველოს“ კანდიდატი გომარეთის, ლისაშვილისა და ვასილ თამარაშვილის
ქუჩების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ირაკლი ხელაძე ადგილობრივებს
ლისაშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაჰპირდა.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში. ვიმყოფებოდით
ლოტკინის დასახლებაში, სადაც მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი
საკითხები იქნა წამოყენებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი
პროექტი განვახორციელეთ, თუმცა არის პრობლემები, რაზეც შევთანხმდით, რომ
ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ საკითხების მოგვარებაში ჩემგან მაქსიმალური
მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი
დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება