fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ


მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენს ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი განუზომელია აზერბაიჯანისა და საქართველოს დაახლოებაში და ჩვენი მეგობრობისა და ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა არსებობს. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – განაცხად პრემიერმა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება