fbpx

ილჰამ ალიევი: მიხარია, რომ ვიმყოფები ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს. ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება. მე სახლში ვგრძნობ თავს


ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით. მიხარია, რომ ვიმყოფები ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს. ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება. მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ბატონი ირაკლი ორჯერ იყო ჩამოსული აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალივმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რომელთაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ. ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის დონეზე, რადგან ბევრ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატში. ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ შეხვედრისას შევეხეთ ბევრ საკითხს და გავაგრძელებთ საუბარს სხვა საკითხებზეც. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება