fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

“გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 99 წლისთავს. თურქეთსა და მის ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში,” – ნათქვამია მთავრობის მეთაურის მისალოც მიმართვაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება