fbpx

გლდანში სამ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული
სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, მოსახლეობის
მოთხოვნის საფუძველზე სამი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
კალათბურთის ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი სხვადასხვა მისამართზე
განთავსდა. კალათბურთის მოედანი მუხიანის 4ა მიკრორაიონის N11-13-14
კორპუსებთან, ხოლო სკოლისა და წყაროს ქუჩებზე კი, ფეხბურთის მოედნები
მოეწყო. სამივე მოედნის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 287 065 ლარი
დაიხარჯა.
სპორტული მოედნების მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება