fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის უწყების მიმართულებით იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა, ასევე გვინდა, თბილისშიც ავაშენოთ კადეტთა ლიცეუმი

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის უწყების მიმართულებით იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა, ასევე გვინდა, თბილისშიც ავაშენოთ კადეტთა ლიცეუმი

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მინდა რამდენიმე პროექტი გამოვყო; პირველი არის სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საუბარია ბაზა, ე.წ მუხროვანის ბაზაზე, სადაც მასშტაბური სამუშაოები წელსვე დაიწყება.

„ჩვენი სურვილია, რეგიონში ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა, ე.წ მუხროვანის ბაზა. იქ დაწყებულია სამუშაოები, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი, რომელიც წელსვე დაიწყება და მაქსიმუმ 2-3 წელიწადში დასრულდება და გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, სამაგალითო თანამედროვე სამხედრო ბაზა, სპეციალური ოპერაციების ბაზა. ასევე გვინდა, აღმოსავლეთ საქართველოშიც ავაშენოთ კადეტთა ლიცეუმი. მოგეხსენებათ, კადეტთა ერთი ლიცეუმი არსებობს ქუთაისში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში და გვინდა, ანალოგიური კადეტთა ლიცეუმი ავაშენოთ თბილისში, კრწანისის რაიონში. ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი. მსგავსი ლიცეუმი ძალიან წარმატებით მუშაობს ქუთაისში და მეორე იქნება თბილისში“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე იგეგმება სამხედრო მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობის დაწყება, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო დროებით შეჩერდა და ეს პროექტიც მივა ბოლომდე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება