fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, მთელი საერთაშორისო სისტემა არის დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, მთელი საერთაშორისო სისტემა არის დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია

ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ რაღაც წვლილი შევიტანოთ სიტუაციის დეესკალაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმნიშვნელოვანესია ვითარების რეალისტური შეფასება.

„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ზედმეტი წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს. ჩვენი რეგიონი ძალიან პატარა რეგიონია და ეს ყველაფერი, ცხელი მოვლენები ხდება ევროპის შუაგულში და ევროპის მთელი უსაფრთხოების არქიტექტურა, მთელი სისტემა, არა მხოლოდ ევროპის, მთელი საერთაშორისო სისტემა არის დიდი გამოწვევის წინაშე. ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება