fbpx

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყოველ ჯერზე ცდილობენ, რომ ნებისმიერი სახის პროტესტი ახალი დესტრუქციის შესაქმნელად გამოიყენონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჟურნალისტ ევგენი კისელიოვთან მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გეგმას და არ აქვს მნიშვნელობა სად გაირღვევა პოლიციის კორდონი პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან.“

კითხვაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს თუ არა იმ ეჭვებს, რომ კონკრეტული ძალები შეეცდებოდნენ რაიმე ფორმით გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ იმ ნომერ პირველი საკითხისთვის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში სააკაშვილის უკანონო გზით შემოპარვა რომ მომხდარიყო რევოლუცია არ გამოუვიდათ და ახლა ყოველ ჯერზე ცდილობენ, ნებისმიერი სახის პროტესტი გამოიყენონ ახალი დესტრუქციის შესაქმნელად.

მისივე თქმით, ყოველთვის ზუსტად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან სად არის პროტესტის გულწრფელი ნაწილი და სად არის პროტესტის გამოყენება ასეთი მიზნებისთვის.

„რა თქმა უნდა, ეს მიზანი ხომ არ იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ინფანტილურად მიღებული გადაწყვეტილება რომ უკანონო გზით უნდა შემოპარულიყო საქართველოში არჩევნების წინ და მოეწყოთ მთელი რიგი დესტრუქცია, გადატრიალება და რევოლუცია. ამიტომ ეს პირველი ეტაპი არ გამოუვიდა და ყოველ ჯერზე ცდილობენ, რომ ნებისმიერი სახის პროტესტი, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ნორმალური მოვლენაა, რომ რაღაც საკითხი რაღაცასთან დაკავშირებით იწვევს საზოგადოების რაღაც ნაწილში პროტესტს, გამოიყენონ სწორედ ახალი დესტრუქციის შესაქმნელად.
ამ ინტერვიუში, თან დრო არის საინტერესო ამ ინტერვიუს, როდესაც საპროტესტო აქცია აღმავლობის ტალღაზე იყო უნდოდათ ამ ტალღის სათავეში მოქცევა თავის შავბნელი მიზნების მისაღწევად. ამიტომ, ეს პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოში დესტაბილიზაცია, ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება, მეორე ფრონტის გახსნა, საბოლოო ჯამში ეს გეგმა ჯერ არავის შეუცვლია. და ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ ყოველთვის ზუსტად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სად არის პროტესტის გულწრფელი, დემოკრატიული ნაწილი და სად არის პროტესტის გამოყენება ასეთი მიზნებისთვის“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება