fbpx

ვატო შაქარიშვილი კელი დეგნანს: ყველას გვსურს ვიხილოთ ისეთი საქართველო, რომელშიც პარლამენტის თითოეული წევრი, ქართული საზოგადოების და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ელჩს სურს იმის ხილვა, პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას კანონპროექტებზე, რომლებიც ხალხის ძალამ დააინიცირა.

შაქარიშვილის თქმით, ქართულ საზოგადოებას სურს იხილოს ისეთი სახელმწიფო, სადაც პარლამენტის წევრები გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს და არა აშშ-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩის სურვილის მიხედვით.

„კელი დეგნანი – ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე

ქალბატონო კელი! ჩვენ კი, ყველას გვსურს ვიხილოთ, ისეთი საქართველო, რომელშიც პარლამენტის თითოეული წევრი, ქართული საზოგადოების და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ ღილაკს დააჭიროს და არა იმის მიხედვით – რა სურს ამერიკის თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ელჩს!“ – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება