fbpx

ირაკლი ლატარია – არავის აინტერესებს ნაცმოძრაობა, გარდა თავიანთი სექტისა, სამაგიეროდ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი სამშობლო, რომელიც იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის ნაწილ

ირაკლი ლატარია – არავის აინტერესებს ნაცმოძრაობა, გარდა თავიანთი სექტისა, სამაგიეროდ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი სამშობლო, რომელიც იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი ,,ეს არის ისტორიული მომენტი და ამავე დროს პარალელურ რეჟიმში ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგია, სააკაშვილი გაუშვით უკრაინაშიო, აწამებენო! აი, ესეც თქვენი საქართველოსა და საქართველოს ინტეგრაციის სიყვარული, თქვენ ხართ ბელადი სააკაშვილის მონები, რომლებსაც ფეხებზე გკიდიათ საქართველოც, უკრაინაც და საერთოდ ყველა და ყველაფერი’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას. „დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს ქვეყანას და დიდება უკრაინელ – ხალხს, ჩვენ გვეკუთვნის და აუცილებლად ვიქნებით ევროპული/ წარმატებული ქვეყანა. – წერს ლატარია facebook – ზე. ,,ქართული ოცნების ლიდერის ბრიფინგი იყო, სადაც ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს, ეს არის ისტორიული მომენტი და ამავე დროს პარალელურ რეჟიმში ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგია, სააკაშვილი გაუშვით უკრაინაშიო, აწამებენო!!! აი, ესეც თქვენი საქართველოსა და საქართველოს ინტეგრაციის სიყვარული, თქვენ ხართ ბელადი სააკაშვილის მონები, რომლებსაც ფეხებზე გკიდიათ საქართველოც, უკრაინაც და საერთოდ ყველა და ყველაფერი, მთავარია სააკაშვილს ემსახუროთ და პუტინის ბრძანებით მოქალაქეობა მიღებული გამყიდველი სააკაშვილი გყავდეთ მშვიდად და მაძღარი!!! რით ვერ შეიგნეთ, რომ ყველას ფეხებზე კიდია კრიმინალი, საკუთარი ქვეყნის გამყიდველი სააკაშვილი, ყველას და რით ვერ დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი ბელადი მოიხდის სასჯელს იმდენი წლით, რამდენიც დააშავა. სააკაშვილს ახლა ეზიზღება უკრაინა და უკრაინელი ხალხიც, რადგან მისი შიმშილობა და მისი არსებობა გადაიფარა აღნიშნული ომით და ამას ის ვერ იტანს და ყოველ დღე ცდილობს რამენაირად მასზე ისაუბრონ (ავადმყოფი სააკაშვილი)!!! არავის აინტერესებს ენმ, გარდა თავიანთი სექტისა, სამაგიეროდ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო, რომელიც იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს ქვეყანას და დიდება უკრაინელ – ხალხს, ჩვენ გვეკუთვნის და აუცილებლად ვიქნებით ევროპული/ წარმატებული ქვეყანა.’’ – წერს ლატარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება