fbpx

ირაკლი კობახიძე: ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თავად არ იცის საით აქვს წასასვლელი, მით უმეტეს მანქანაც დაეწვა, რითაც გეგმავდა საქართველოს შემოვლას

ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თავად არ იცის საით აქვს წასასვლელი, მით უმეტეს მანქანაც დაეწვა, რითაც გეგმავდა საქართველოს შემოვლას, – ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვას მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც „ლელოს“ ლიდერი წერს, რომ 34 კვირაში ბიძინა ივანიშვილი სახლში, მოსკოვში წავა.

„ხაზარაძემ თვითონ იშოვა პირველი მილიონი რუსეთში და ალბათ ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებებიდან. თვითონ ვინ სად უნდა გაუშვას, თავად არ იცის საით აქვს წასასვლელი, მით უმეტეს მანქანაც დაეწვა, რითაც გეგმავდა საქართველოს შემოვლას“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება