fbpx

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის ხელისუფლება, საზოგადოების ინტერესების დაცვა და მისი მოტყუების არდაშვება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა

ყველაზე მეტად, ვისაც აწუხებს ტერმინი, არიან სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები – ეკლესიაზე თავდასხმა, რევოლუციებში მონაწილეობა, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ა მიტომ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. რაც შეეხება ამ ტერმინოლოგიას, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია – არის მშრალი ფაქტის კონსტატაცია და მე ვფიქრობ, ამის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი მთავარი ამოსავალი წერილი არის ჩვენი სახელმწიფო ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის შეცდომაში შეყვანილი, თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის ქუჩაში, აპროტესტებს, თუ ის არის გულწრფელი, აქ მე შოტა უტიაშვილს და ეკა კვესიტაძეს არ ვგულისხმობ, თუ არის გულწრფელი, თითოეული არის ჩვენთვის თანაბრად ძვირფასი და ყველაფერი არის ყურადსაღები, მაგრამ ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ საზოგადოება არავის მოვატყუებინოთ, ეს არის ღირსების საქმე. ჩვენი მხრიდან საზოგადოების ინტერესების დაცვა და მისი მოტყუების არდაშვება, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება