fbpx

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს, ამ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა ყველანაირად გამართულად შეხვდება

თვითონვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ დისტანციურად ხმის მიცემა რისკებს შეიცავს, რისკებს თუ შეიცავს, როგორ შეიძლება სახლიდან, მითუმეტეს სხვა ქვეყნიდან მიაცემინო ამომრჩეველს ხმა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადაცემა „იმედი LIVE“-ში არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

მისი თქმით, ეს იყო ცარიელი სპეკულაციები და ოპოზიციაში თავადაც მიხვდნენ, რომ ამ ყველაფერს დიდი პერსპექტივა არ აქვს.

„ჩვენ დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს, რისკებს. ყველანაირად გამართულად შეხვდება ქვეყანა ამ საპარლამენტო არჩევნებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება