fbpx

ირაკლი კობახიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს, კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია და ჩართული იქნება ყველა შესაბამისი მხარე

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს, დაწყებულია უკვე შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი ევროპული პრაქტიკის მიხედვით მომზადდება.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს. აქ არ არის მხოლოდ ქრისტიანულ ტაძრებზე საუბარი, არამედ ნებისმიერ კონფესიაზეა საუბარი და ცხადია ეს თემა საჭიროებს მოწესრიგებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენით, როდესაც სამების ტაძარში განხორციელდა ვანდალიზმის აქტი. დაწყებულია უკვე კანონპროექტზე მუშაობა, ჩართული იქნება ყველა შესაბამისი მხარე სამუშაო პროცესში. თუ ვინმე ვანდალიზმს ჩაიდენს, ის უნდა დაისაჯოს. ჩვენ ვთქვით, რომ ავიღებთ საუკეთესო პრაქტიკას – დასავლურ, ევროპულ გამოცდილებას და მის მიხედვით მომზადდება კანონპროექტი. ყველას შეუძლია ჩაერთოს კანონპროექტის მომზადებაში, შესაბამისად, აქ მე ვერავითარ რისკს ვერ ვხედავ. ადამიანის უფლებები იქნება დაცული, კანონპროექტი კონსტიტუციის ფარგლებში მომზადდება. მთავარი ამოცანა კანონმდებლის არის ბალანსის გამონახვა – ნებისმიერი უფლება ექვემდებარება შეზღუდვას, მაგრამ მთავარია, რომ ეს შეზღუდვა განხორციელდეს თანაზომიერად – ეს არის ადამიანის უფლებების ფუძემდებლური პრინციპი. სწორედ ოქროს შუალედის გამონახვა არის კანონმდებლის ამოცანა და ამ პრინციპით იმუშავებს იურიდიული კომიტეტი, როცა მომზადდება ეს კანონპროექტი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება