ირაკლი კობახიძე – სწორედ, ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია  ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა

„დიდგორის ველზე გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, მტერი ჩვენზე მრავალრიცხვოვანი იყო,  მაგრამ ჩვენს მხარეს იყო  სამართლიანობა, განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობით,  ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნისთვის თავდადებით და, რა თქმა უნდა, დიდი დავით აღმაშენებლის სიბრძნითა და სიმამაცით. მსურს, გავიხსენო პატრიარქის სიტყვები, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის მნიშვნელობას – „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!“ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია  ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გაძლიერებას, წინსვლას, გამთლიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს! ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი,“- განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება