fbpx

ირაკლი კობახიძე – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ყველა, ექვსივე გვირაბის მშენებლობა. 

„განხორციელდა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტი, რომლის სიგრძე არის 8 კილომეტრზე მეტი. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95 პროცენტი. მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა სარკინიგზო გადაზიდვები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება