სანებართვო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულია კანონმდებლობა, გვინდა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, რომლის საფუძველზეც იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ნებართვების გაცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატ მაია ბითაძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან თანამშრომლობისთვის.
პრემიერმა ასევე უპასუხა ფიტოსანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დეპუტატის მიერ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ფიტოსანიტარია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.
„სამინისტრო თავად უზრუნველყოფს სააგენტოს გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მოვლა-პატრონობას, რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, აქ მივდივართ კონსულტაციების გზით. ეს არის ზოგადი მიდგომა და ეს პრიორიტეტად დარჩება“, – განაცხადა პრემიერმა.