fbpx

ირაკლი კობახიძე: ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში, უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო

ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში და უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ზურა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო სერიოზული პრობლემები, რაზეც ყურადღება გაამახვილა ზურაბ აზარაშვილმა.

„ის მუშაობდა ამ პრობლემების დაძლევაზე. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა ამ ყველაფერზე. მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით, რაც ვთქვი, ეს იყო პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა, ამაზე გავამახვილე ყურადღება. რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების, თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისეთივე რეჟიმში და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა, ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც არის დაწყებული. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ზურა აზარაშვილმა, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი და მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება