fbpx

ირაკლი კობახიძე: ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში

ირაკლი კობახიძე: ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, არაფორმალური მმართველობის მცდელობაში და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში ,,რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი ლომჯარიათი და ენჯეოებით ამერიკის საელჩო დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ახორციელებენ დისკრიმინაციას და ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ცდილობენ, რომ არაფორმალურად მართონ ხელისუფლება და კონკრეტულად სასამართლო სისტემა – აი, ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2004-2012 წლებში, ამერიკის საელჩო მოსამართლეებთან დაკავშირებით არანაირი კრიტიკით არ გამოირჩეოდა. მაშინ, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესიული მანქანა. ,,შეგახსენებთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე, მაშინაც კი არ გამოდიოდა არანაირი კრიტიკით კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ამერიკის საელჩო, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესირებული მანქანა. მაშინ გახსოვთ ასეთი ფაქტი, რომ რომელიმე მოსამართლე არ წაიყვანეს საზღვარგარეთ? კონკრეტული ადამიანები, მოსამართლეები, რომლებიც უმძიმეს განაჩენებს ადგენდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, პირდაპირ იყვნენ ჩართული რეკეტში, ყაჩაღობაში და ა.შ. ისინი დაჰყავდათ საზღვარგარეთ. რატომ? ამაში ვერავინ ვერ გაამტყუნებს, რადგან საელჩო ვერ ჩაერეოდა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ანუ ყაჩაღები დაჰყავდათ ბუნებრივია მაშინ, რადგან არ ჰქონდათ სხვანაირი საშუალება. ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, არაფორმალური მმართველობის მცდელობაში და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში. ეს არის ზუსტად ანტიდასავლური პროპაგანდა,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება