fbpx

დავით აღმაშენებელი ცოცხალი ყოფილიყო და ლევან სტუკაჩოვის ბოროტ ენას ადგილმდებარეობა და აკუსტიკა როგორ ექნებოდა შეცვლილი, ამას მთელი საქართველო ნახავდა-ირმა ინაშვილი

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი ლევან ბერძენიშვილს პასუხობს,რომელმაც დავით აღამაშენებლის შვილებს იდიოტები უწოდა.ირმა ინაშვილი-

რამ უნდა გაგაბოროტოს ცხოვრებაში ისე, რომ ყველაფერი, რაც შენს ერსა და ქვეყანაში საუკეთესოა, შებილწო, გააუფასურო, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო… რამ უნდა გადაგაქციოს შენი ერისა და ქვეყნის მარგალიტების მოქიშპედ. აი, ლევან ბერძენიშვილ-სტუკაჩოვს არავინ და არაფერი არ მოწონს, თურმე: რევიზიის და ანალიზის უფლება არა გვაქვსო?! გრძელი მახათი აქვს მომარჯვებული. რა რევიზია, რომელი რევიზია, ვის უწყობთ რევიზიას: დავით აღმაშენებელს? ერეკლე მეფეს? გიორგი სააკაძეს? წადი, ძმაო, ჯერ შენი შვილი შეწირე გააზრებულად სამშობლოს, მისი მოკვეთილი თავი დაიტირე და მერე ატლიკინე ეგ ბოროტი ენა.

აღმაშენებლის, სააკაძის, ერეკლეს ბრძოლამ საქართველო ფიზიკურად, ვიმეორებ: ფიზიკურად გადაარჩინა!!!!!!! და ვითომ სიმართლის მაძიებელ რევიზორებს ასეთი რა გაქვთ გაკეთებული საქართველოსთვის, რომ არავინ და არაფერი არ მოგწონთ?! ან ვინ აღგჭურვათ ისტორიის ბოროტად გადაკეთებისა და გადაწერის ფუნქციით, რომ ხან ცოტნე დადიანის არსებობის არ გჯერათ და ხან სააკაძეს ეჩხუბებით,- რატომ ადრე არ მოაწყე
აჯანყებაო. როცა მზად იყო, მაშინ დაიწყო მოქმედება, რა დიდი ტვინიკოსობა უნდა ამას?!

მარტივი იქნებოდა ამ უბედურების ახსნა, ვიტყოდით,- კერძო შემთხვევაა, მაგრამ საქმე სინამდვილეში გლობალურ პროცესთან გვაქვს. ბერძენიშვილი ინსტრუმენტია. მიდის მიზანმიმართული კამპანია ეროვნული ცნობიერების, ეროვნული მეხსიერების, ისტორიული სიმართლის, ყოველივე ქართულისა და, რაც მთავარია, ჩვენთვის საამაყოს წინააღმდეგ. აღარაფერი წმინდა და მართალი აღარ უნდა დარჩეს, საამაყო აღარ უნდა დაგვრჩეს, მისაბაძი მაგალითი უნდა დაინგრეს. კი არ უნდა ვამაყობდეთ, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი წინაპრების, ვინაიდან ზოგი მოღალატე, ზოგი გამყიდველი, ზოგი უწესო და ზოგიც ლაჩარი ყოფილა. ახლა ეს უსინდისობა და უზნეობა არაა?!
ეჰ, ის დავით აღმაშენებელი ცოცხალი ყოფილიყო და ლევან სტუკაჩოვის ბოროტ ენას ადგილმდებარეობა და აკუსტიკა როგორ ექნებოდა შეცვლილი, ამას მთელი საქართველო ნახავდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება