fbpx

ირაკლი კობახიძე  ენჯეოებს ჰქონდათრევოლუციის მოწყობის მცდელობა,  რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“,  მგონია, ვერ გაბედავდნენ, თუმცა  მაშინ არ მოქმედებდა კანონი, შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარადარ იყო დაცული

გამჭვირვალობის შესახებ“, შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული. პირველი რაც გვაწუხებდა,  ეს იყო რევოლუციის მცდელობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ენჯეოები აქტიურად ცდილობენ, თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და შელახონ რეპუტაცია.

„ამ მცდელობებს ვხედავთ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო კანონი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ ენჯეოებს საკუთარი დონორების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს. 

როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული ენჯეო წლების განმავლობაში თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით. აქაც სამწუხაროდ, არ იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი შესაბამისად, კონკრეტული ენჯეოები თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას. 

შემდეგი საკითხი რაც გვაწუხებდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის  პარალელურად, კონკრეტული ენჯეოები ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს,  რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას  ისახავს მიზნად, მათ შორის კონკრეტული ენჯეოები ისეთ აქტივობებს უჭერდნენ მხარს, რომლებიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ საქართველოში. 

არ მინდა, დავასახელო ის რელიგიური ექსტრემიზმით გამორჩეული გაერთიანებები, რომელთა ადვოკატიც არის რეგულარულად ერთ-ერთი დასავლური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გაუგებარია. მე აქაც მგონია, რომ ემოქმედა წლების განმავლოაბში საქართველოში კანონს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ, ეს კონკრეტული ორგანიზაციები, ერთი ენჯეოა გამორჩეული, ვერ გაბედავდა ასე ღიად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს არ ჩააგდებდა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. 

ენჯეოები სამწუხაროდ, არიან ღიად ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული. აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის პირდაპირი უხეში ლგბტ პროპაგანდა, რაშიც ჩართული არიან კონკრეტული ენჯეოები. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე დაფინანსება, აქაც ენჯეოებს გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუფრთხილდებოდნენ დონორების რეპუტაციას, მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ, შეიძლება, მათი ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება