fbpx

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

ბოლო რეიტინგები არის ასეთი: „ნაცმოძრაობა“ – 18%, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ. ასეთია დღევანდელი ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილების მიღებას. ხედავთ, რომ შიდა დაქსაქსულობაც არის მათი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი სატელიტი გადალახავს საარჩევნო ბარიერს., ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი. ჩვენ გვაქვს 60%-მდე, „ნაცმოძრაობას 18%. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება