„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ ჯანდაცვის სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამა წარმატებით ხორციელდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მოცვის არეალი გაიზარდოს.
„ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს დაფარვის არეალი, რეალური სტატისტიკა. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად იმუშავებს“, – განაცხადა პრემიერმა.