fbpx

ინაშვილიდან მაჭუტაძემდე

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

ძალიან ფართო და სიღრმისეული მოლაპარაკებების შედეგად წარმოგიდგენთ “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული და ამ საბჭომ თავის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საუკეთესო მოქალაქე, ნატო ჩხეიძე. ჩვენი პარტია, ქალბატონი ნატოს მეოხებით, გავხდით საპარლამენტო პარტია. პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან სწორედ პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგ და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში. მით უფრო აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა, როცა ხედავ, ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება