fbpx

არანაირი კვოტები და ,,იმას ამდენი ადგილი ,, ,,ამას ამდენი ადგილი,,-გიორგი ვაშაძე

ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან უნდა იყოს ის, ვისაც ხალხისგან აქვს მეტი მხარდაჭერა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ის მზადაა ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არ დაუშვებს „ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას“.

„ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის თანამშრომლობის ფორმატში. არანარი კვოტები და „იმას ამდენი ადგილი“ და „ამას ამდენი ადგილი“. მე ამის წინააღმდეგი ვარ. მზად ვარ ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას ან ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას, ეს ჩემთვის წითელი ხაზი იყო, არის და იქნება ყოველთვის“, – განაცხადა ვაშაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება