fbpx

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საერთაშორისო (პოლონელი) ექსპერტს პიოტრ ჟუბერს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საერთაშორისო (პოლონელი) ექსპერტს პიოტრ ჟუბერს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერს ნინო კაკუბავას შეხვდა. იმერეთის გუბერნატორმა საერთაშორისო ექსპერტს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ 12-ვე მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ზვიად შალამბერიძემ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში არსებულ ქვეკომპონენტებზე ისაუბრა და დასძინა, რომ 2022 წელს, პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება – ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება. ასევე, განხილვის საგანი იყო (PIRDP)-ის ყველაზე ეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა და იმ შეზღუდვების გამოვლენა, რომლებიც უნდა გადაიჭრას სამომავლო ტერიტორიული განვითარების პროგრამ(ებ)ის მომზადებისას. შეხვედრის მიზანია, ექსპერტმა, პიოტრ ჟუბერმა შეაგროვოს ცენტრალური/რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებები, ინფორმაცია და მონაცემები, საპილოტე ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის (PIRDP) განხორციელების შესაფასებლად, მიღებული გამოცდილების გასაანალიზებლად და რეკომენდაციების შესამუშავებლად სამომავლო რეგიონული განვითარების პროგრამების/სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბებისთვის. საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ეგიდით, იმერეთში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება