fbpx

ილია ელოშვილი – კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1289 ოჯახისთვის საცხოვრებლები უკვე შენდება


კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით, უკვე 8000 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, რითიც 1200-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

“3100 ოჯახს აღუთქვა სახელმწიფომ ბინების მშენებლობა. ბევრმა მათგანმა დათმო საკუთარი სახლი, თანხა შეიტანა და ყველაზე რთულ პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც უდიდესი სოციალური დარტყმები მიიღო ქვეყანამ, ამ ოჯახებმა დამატებითი დარტყმა მიიღეს. აქამდე ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს სისტემურად მივუდექით. თბილისის მუნიციპალიტეტმა გამოყო ტერიტორიები, ჯამში 20 ჰა-ზე მეტი, შესთავაზა სამშენებლო-საინვესტიციო კომპანიებს. პროექტების დასრულების შემდეგ, ამ სახლების ნაწილი გადაეცემა ამ 3100 ოჯახს, სოციალური ქულის მიხედვით. პირველ რიგში, საცხოვრებელ ფართებს სოციალურად დაუცველები მიიღებენ, შემდეგ დანარჩენები”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება