fbpx

გიორგი თუ კბილი აგტკივდა გინეკოლოგთან ნუ მიხვალ-დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და ექსპრემიერის გიორგი გახარიას ასვტრიაში ჩატარებული ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას ეხმაურება.

„არც არავის სამედიცინო წიგნაკში ვიხედები, არც მით უმეტეს – საძინებელ ოთახში. უბრალოდ – თუ მაგალითად, მექალთანე ხარ, ალბათ „ოჯახური ფასეულობების საზოგადოებას“, როგორც მინიმუმ, არ უნდა ხელმძღვანელობდე.

ან მაგალითად, თუ მეგისი ხარ ქარდავა, რომელსაც თბილისის აეროპორტის საფრენ ბილიკთან ამბორი მოგწყურდა – უკრაინაში ყალბი ცნობის მეშვეობით, მოსყიდული ექიმის ხელშეწყობით – საავადმყოფოში მართლმსაჯულებას არ უნდა ემალებოდე.

თუ მაგალითად გიორგი ხარ გახარია და შენი პირადი ფსიქოემოციური განწყობა, რომელიც საკუთარი ღალატისა თუ დამპალი გარემოცვის გამო – აშკარად დაგიქვეითდა და მის ამაღლებას ანტიდეპრესანტები თუ უფრო მძიმე ნარკოტიკები სჭირდება, არც ესაა გლობალური მასშტაბის პრობლემა, გარდა პირადი ტრაგედიისა, თუკი, რა თქმა უნდა, შენი მძიმე, მათ შორის, სამედიცინო თვალსაზრისით მდგომარეობა – ერს არ გინდა რომ მოგვახვიო.

იმკურნალე ჩუმად, გნებავს – ანონიმურად. მაგრამ – სპეციალისტი შეარჩიე სწორად. თუ კბილი აგტკივდა – გინეკოლოგთან ნუ მიხვალ, სულაც რომ ნაცნობი იყოს შენი. ხოლო ნარკოდამოკიდებულებით – ნევროპათოლოგს ნუ მიაკითხავ. არ გიშველის“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება