fbpx

იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-4 ქუჩაზე, სამი უბნის დამაკავშირებელ გზაზე  ასფალტ-ბეტონის საფარი იგება

იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-4 ქუჩაზე, სამი უბნის დამაკავშირებელ გზაზე  ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური  გზა არასდროს ყოფილა.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასნსებით. სამუშაოების მიმდინარეიბის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და საკრებულოს წევრ, პაატა კოხრეიძესთან ერთად გაეცნო.
დავით ბახტაძე – ,,სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა შემჭიდროვებულ ვადაში დასრულდეს აღნიშნული გზის მონაკვეთის დაგება. მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დავკარგოთ და სამუშაოებისთვის გამოვიყენოთ, დღის განმავლობაში დროის ნებისმიერი მონაკვეთი.”
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ფემინი კონსტრაქშენი” ასრულებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება