fbpx

თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას,ირაკლი ოქრუაშვილის მისი ფრაზები შეახსენეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა ოპოზიცური ფრაქციების დასწრების გარეშე წარიმართა, დეპუტატებს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის აუდიო ჩანაწერი მოასმენინა: ” …სათავესთან ონკანის გადაკეტვაში… ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას.”

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს არის მათი პასუხი, ვინც სხდომათა დარბაზში, წინა სამ რიგს უნდა იკავებდეს, მაგრამ მათ არ ისურვეს თავდაცვის მინისტრთან დისკუსია, რადგან არ აინტერესებთ საქართველოს თავდაცვის სფეროში რა ხდება.

whatsapp sharing button

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება