fbpx

თუ საჭირო გახდება საქართველო უკრაინიდან მიიღებს ლტოლვილებსაც და დაჭრილ მოქალაქეებსაც-ირაკლი კობახიძე

რას უპასუხებს საქართველო უკრაინის ელჩის გაწვევას – ამაზე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურიერში” განაცხადა, რომ უკრაინა ახლა ომის მდგომარეობაშია და უკრაინის ხელისუფლებასთან დაპირისპირება არაადეკვატური ნაბიჯი იქნება:

“ქვეყანა ომის მდგომარეობაში, როდესაც კეთდება ასეთი ალოგიკური განცხადება და მიიღება ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ახსნა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას. თუმცა, ის რომ ჩვენ ახლა უკრაინის ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ, ეს არაადეკვატური ნაბიჯი იქნება ჩვენი მხრიდან,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

ამასთან, როგორ აპირებს მმართველი გუნდი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რაც საჭირო იქნება ყველაფერს გააკეთებთ მათ მხარდასაჭერად საქართველო, იქნება ეს პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერა:

“ორ ნაწილად რომ გავყოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა – სადაც პრინციპული პოზიციაა დასაფიქსირებელი, ყველა პლატფორმაზე, ბუნებრივია ჩვენ ამას გავაკეთებთ. მეორე არის ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერი საჭირო ჰუმანიტარული დახმარება იქნება გაწეული უკრაინელებისთვის, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება საქართველო უკრაინიდან მიიღებს ლტოლვილებსაც და დაჭრილ მოქალაქეებსაც შესაბამისი დახმარების გასაწევად

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება