fbpx

თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, მაშინ შეიწყალებს

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა თავის მოლოდინებზე იმასთან დაკავშირებით შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს.

„თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს [პიარ კონსულტანტი ჯერემი] როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს. მოკლედ, რასაც დაავალებენ იმას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნითო ასობით ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება