fbpx

თორნიკე შარაშენიძე – ზელენსკი, რომელიც თანახმაა – არ შევიდეს ნატოში, სანაცვლოდ ითხოვს მყარ გარანტიებს. ჩვენც უნდა მოვითხოვოთ მსგავსი გარანტიები, მაგრამ, ვინ არის ამის მომცემი?

ნეიტრალიტეტი ასე მარტივად არ მოდის. ამის მისაღწევად უნდა შეთანხმდეს მთელი რიგი ქვეყნები. შვეიცარიის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ, რომ შვეიცარიას მისცეს ნეიტრალიტეტი, შეიძლება ითქვას, უბრძანეს. ეს იყო ევროპის მაშინდელი წამყვანი სახელმწიფოები: საფრანგეთი, ბრიტანეთი, ავსტრია, პრუსია, რუსეთი. მათი შეთანხმებით დადასტურდა შვეიცარიისთვის ნეიტრალიტეტის მინიჭება. ამის შემდეგ შვეიცარია ნეიტრალურია – ასე პასუხობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაძენიძე გამოცემა ალიონი XXI- თან ინტერვიუში კითხვას რამდენად სერიოზულია საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბრის დაწყება.

მისი თქმით, ზელენსკი, რომელიც თანახმაა – არ შევიდეს ნატოში, სანაცვლოდ ითხოვს მყარ გარანტიებს. ჩვენც უნდა მოვითხოვოთ მსგავსი გარანტიები, მაგრამ, ვინ არის ამის მომცემი?

„ამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ხელს უწყობს ისიც, რომ ევროპის შუაგულშია მოქცეული. ჩვენთან ნეიტრალიტეტი რამდენად გამოდის – ეს არის საფიქრალი. ჩვენი მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადება საფრთხილო იქნება. ერთია – გამოაცხადო, რომ გაქვს უბლოკო სტატუსი და არცერთ ბლოკში არ შედიხარ. ზელენსკი, რომელიც თანახმა არის – არ შევიდეს ნატოში, სანაცვლოდ ითხოვს მყარ გარანტიებს. ჩვენც უნდა მოვითხოვოთ მსგავსი გარანტიები, მაგრამ, ვინ არის ამის მომცემი? ესაა მთავარი საკითხი. ფაქტია, ნატოში ვერ შევდივართ, ნატო არ გვიღებს და თავს ნუ მოვიტყუებთ. ყველაზე კარგი გამოსავალი, ამ სიტუაციაში, ამერიკასთან ორმხრივი ალიანსი, ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმებაა. ამ ეტაპზე ესეც რამდენად რეალისტურია, არ ვიცი, რთული სათქმელია, მაგრამ, შესაძლოა, გამოვიდეს. ჯერ-ჯერობით, არ გვაძალებენ ამაზე ლაპარაკის დაწყებას“ – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება