ადგილობრივ მოსახლეობასთან, დამსვენებლებთან და იმ პირებთან, რომლებიც ფლობენ უძრავ ქონებას სიონში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ააიპ-ების ხელმძღვანელი პირები, შპს საქართველოს მელიორაციისა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.
საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია – დეტალურად იქნა განხილული ის საკითხები, რომლებმაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ ამ ეტაპზე, დოკუმენტაცია დამტკიცებული არ არის, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ დოკუმენტაციის განხილვის პროცესში და წარადგინონ მოსაზრებები.
ლევან წიკლაურის თქმით, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სამხარეო ადმინისტრაცია და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, სადაც გაერთიანებული იქნებიან როგორც დაინტერესებული პირები, ისე საპროექტო ჯგუფის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სააგენტოს წარმომადგენლები. ფორმატი, კანონმდებლობის ფარგლებში, ყველა მხარესთან შეჯერებული დოკუმენტაციის შემუშავებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო დაბა სიონში მცხოვრებთა საჭიროებებს, მერმა ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდა დაბა სიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

