ჟებოტის, ღულელებისა და ზარიძეების საჯარო სკოლების მოსწავლეები ბადმინტონსა და ფრენბურთში 2025 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ და საქართველოს პირველობისთვის იასპარეზებენ
სპორტსმენებს, პედაგოგებსა და სკოლებს მიღწეული შედეგები თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა და ფინალურ თამაშებზე წარმატებები უსურვა.
ოლიმპიადის ფინალურ თამაშებს ბათუმი ივნისში უმასპინძლებს. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წელს საქართველოს 1 800 სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
პროექტის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების მოტივაცია, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები