fbpx

თიანეთის მერმა ლევან წიკლაურმა დედის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი დედები, ასევე დედაოები მოინახულა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა მეუღლესთან ერთად დედის დღესთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი დედები, ასევე დედაოები მოინახულა და 3 მარტი მიულოცა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ოჯახებში პირადად მივიდა და ოჯახის უფროსებს საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს კი ტკბილეული, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ლევან წიკლაურმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მერის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ ასეთი სახის ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ყოველთვის ახსოვდეს ის ქალბატონები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას ღირსეულად ზრდიან. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი დედებისთვის მცირედით გაგველამაზებინა დღევანდელი დღე “ – განაცხადა ლევან წიკლაურმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება