თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა ქვემო ქართლში სახელმწიფი რწმუნებულის მოადგილესთან, ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად, წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

შეხვედრის ფარგლებში,მიმდინარე წელს სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაჯილდოვდნენ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შეჯიბრებზე გამარჯვებული სპორტსმენები ძიუდოში, მკლავჭიდში, თავისუფალ ჭიდაობაში და შერეულ ორთაბრძოლებში.

სპორტსმენებს ადგილზე მადლობის სიგელები გადაეცათ. ჯილდოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ, რაც ითვალისწინებს, როგორც ერთჯერად ფულად წახალისებას, ასევე ერთწლიან სტიპენდიას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სპორტული სექცია უფასოა, რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. ,,აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის, რათა მომავალშიც ღირსეულად წარმოაჩინონ მუნიციპალიტეტი და ქვეყანა საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე ჩვენმა სპორტსმენებმა”- განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება